გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მეტრო „ტექნიკური უნივერსიტეტში“ დაკვამლიანების შედეგად არავინ დაშავებულა

16-08-2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისის მეტროპოლიტენის სადგურში „ტექნიკური უნივერსიტეტი“ შეინიშნებოდა დაკვამლიანება და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები უმოკლეს დროში გამოცხადდნენ.

პირველადი ინფორმაციით, მეტროსადგურში არსებულ ქვესადგურში დაზიანდა ერთ-ერთი ტექნიკური აგრეგატი, რამაც გამოიწვია მცირე დაკვამლიანება.

უსაფრთხოების მიზნით, მატარებლის მოძრაობა დროებით შეჩერდა. ტერიტორიიდან ყველა მგზავრის გაყვანა დაუყოვნებლივ განხორციელდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე პერიმეტრის დეტალური გადამოწმებისთვის ამ დრომდე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031