გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილ დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

16-08-2020

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა აფრიკის დასახლების, ვარკეთილის მეურნეობის, სოფელი დიდი ლილოს, გარდაბნის გზატკეცილის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილის, აბასთუმნის, ენუქიძის, რაზიკაშვილის, გუმათჰესის, ჭიჭინაძის, გუგუშვილის, სამგორის, ფაღავას, სანაძის, ფრისის, ნადიკვარის, კალანდაძის, შატაიძის, ბერძნის, გრიშაშვილის, ნიშნიანიძის, კვერნაძის, აფაქიძის, ალექსიძის, ასლანიდის, ბერბუკის, ორთაჭალის, გორგასლის, სამტრედიის, წინანაურის, თვალჭრელიძის, ქიზიყის და რკინიგზის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), თამარაშვილის, წყნეთის, ყიფშიძის, ნუცუბიძის, გურიელის, გამრეკელის, პოლიტკოვსაიას, იოსელიანის, წმინდა მოწამე ვასილისკოს და უნივერსიტეტის ქუჩების მაცხოვრებლები, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე გლდანის მასივის III, IV მიკრორაიონების, ხიზანიშვილის და ვეკუას ქუჩების მაცხოვრებლები, ხოლო 10:30 საათიდან 16:00 საათამდე სამრეწველო დასახლების, თემქის დასახლების III მიკრორაიონის II კვარტლის, მოსკოვის გამზირის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ჩოლოყაშვილის მოედნის, ბოგდან ხმელნიცკის, ჯანელიძის და გეთიას ქუჩების მაცხოვრებლები.

ასევე გეგმური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრვ) და ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას, 18:30 საათიდან 20:30 საათამდე კი რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას შეეხება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930