გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პირს, რომელიც მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მეუღლის მოკვლას ცდილობდა 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

10-04-2018

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა, გააუქმა თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1-ლი დეკემბრის განაჩენი და მეუღლის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებული ფ.ი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ სცნო.


პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 12 აპრილს, დილის საათებში, ქ.თელავში ფ.ი.-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, განსაკუთრებული სისასტიკით მეუღლეს ხ.ა.-ს, დედის და ორი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მუცლისა და გულმკერდის არეში რამდენჯერმე დაარტყა დანა. დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად ხ.ა.-ს გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა ფ.ი. იმავე დღეს ქ.თელავში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111-19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


თელავის რაიონულმა სასამართლომ ფ.ი.-ის ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 111-19,108-ე მუხლზე (განზრახ მკვლელობის მცდელობა) გადააკვალიფიცირა და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც ბრალდების მხარემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, გააუქმა თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენი, მსჯავრდებული ფ.ი. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031