გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

10-04-2018

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.


კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა წერეთლის გამზირის, თბილისი ზღვის მიმდებარე ტერიტორიის (ნაწილობრივ), ხეხილ-სანერგე მეურნეობის და ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ასევე სამტრედიის, აგლაძის, ბაღის, ხოშარაულის, ტრანსპორტის, მირცხულავას და წყალტუბოს ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.


10 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების, გლდანის მასივის V, VIII მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ილია ჭავჭავაძის გამზირის, კავსაძის, ფალიაშვილის, ჯანჯღავას, კაჭარავას (ნაწილობრივ), გორგასლის, ლებანიძის, წინამძღვრიშვილის და ბაქოს ქუჩების მაცხოვრებლები.


ასევე გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), იყალთოს მთის, ფანასკერტელი-ციციშვილის, ბახტრიონის, ტეხურის, ანდღულაძის, ნატახტარის, ქარელის, ბაკურციხის, წინაუბნის, ტუსკიას და იყალთოს ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

11 საათიდან 14 საათამდე ელექტროენერგიას ნავთლუღის II დასახლების VII ქუჩის (ნაწილობრივ), რაზიკაშვილის, ჭიჭინაძის, კვეზერელი-კოპაძის, ნიორაძის, გუთნის, ქურხულის, ფაღავას და გუმათჰესის ქუჩების მაცხოვრებლები, 11 საათიდან 16 საათამდე- ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), გამრეკელის და ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლები, 11 საათიდან 18 საათამდე - ვაზისუბნის დასახლების, ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის, პეტეფის და კვაჭანტირაძის ქუჩების მაცხოვრებლები, ხოლო 11:00 საათიდან 11:30 საათამდე სამგორის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლები ვერ მიიღებენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031