გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით მათიკაშვილი: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის გაურბოდა ოვაციებს და აპლოდისმენტებს მის მიერ გაკეთებული ზღვა სიკეთის მიმართ

20-08-2020

„ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მხრიდან, რამდენიმე ათწლეულის მანძილზე სისტემატურად განხორციელებულ უპრეცედენტო ქველმოქმედებას იმდენად მიეჩვია ჩვენი საზოგადოება, რომ საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია აბასთუმანში მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის მშენებლობის შესახებ, რომელსაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახი სრულად დააფინანსებს, ერთგვარ რუტინულ ნიუსადაც კი ჟღერს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დავით მათიკაშვილმა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის სიქველეს ყოველთვის ახლდა განსაკუთრებული და გამორჩეული თავმდაბლობა.

„ის ყოველთვის გაურბოდა ოვაციებს და აპლოდისმენტებს მის მიერ გაკეთებული ზღვა სიკეთის მიმართ. თუმცა ერთია საკუთარ ერზე და ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული და მოამაგე ქველმოქმედის შესაშური თავმდაბლობა და მეორეა საზოგადოების მიერ ამ ყველაფრის სწორად გაანალიზება და აღქმა. ერთს ვიტყვი მხოლოდ: როგორც, თითქოს რუტინულადაც ჟღერს, დღეს, ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის თითქმის ყოველდღიურად ნაკეთებ კეთილ საქმეთა შესახებ ცნობები (სადაც ეკლესია-მონასტრების, კულტურული მემკვიდრეობის სხვა ძეგლების, ულამაზესი პარკების და დარბაზების, ინსტიტუტების და უნივერსიტეტების და ცალკეულ შემთხვევებში ქალაქებისაც კი მშენებლობა - რეაბილიტაცია, მხოლოდ მცირე ჩამონათვალია) ასევე, რუტინულად ჟღერდა ნაცილონალური მოძრაობის კრიმინალი თავკაცები მიერ ეკლესია მონასტრების ნგრევის, ტელევიზიების დარბევისა და მიტაცების, ცალკეული ოჯახების სრულად ლიკვიდაციის, მშობლიური მიწა-წყლის ოკუპანტისთვის ჩაბარების და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი ბოროტების შესახებ ინფორმაციები.

ეს არ უნდა დაავიწყდეს ჩვენს საზოგადოებას და ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიიდან სწორი დასკვნები უნდა გამოიტანოს!“- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930