გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მდინარე მტკვარში, დაკარგული მამაკაცის ცხედარი იპოვნეს

20-08-2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, მტკვარზე ჩატარებული ინტენსიური საძიებო სამუშაოების შედეგად, დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 18 აგვისტოს შემოვიდა. შეტყობინების შემოსვლისთანავე, პოლიციის და სამაშველო ჯგუფების მხრიდან მოხდა რეაგირება და მამაკაცის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930