გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
სააკაშვილის პირად საქმეში წერია, როგორ მუშაობდა ბორისპოლის "კა გე ბე"-ში მაშინ, როცა საქართველოში ეროვნული მოძრაობა იყო აზვირთებული - ეს საქმე ხელში მეჭირა

21-08-2020

პოლიტიკური პარტია "თეთრების" ლიდერის, თემურ შაშიაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში "კა გე ბე"-ს მიმართულებით ინსტიტუტში რომ უგამოცდოდ ჩაებარებინა, საბუთზე ხელი ვაჟა ლორთქიფანიძემ მოუწერა.


ეს განცხადება თემურ შაშიაშვილმა გაზეთ "კვირის ქრონიკასთან" ინტერვიუში გააკეთა:


"ვაჟა ლორთქიფანიძე ამას დღეს არ ამბობს, რადგან კარგ ოჯახში გაზრდილი პიროვნებაა.


ამ საბუთის გამოქვეყნებაა საჭირო...


კომკავშირის რაიკომის პირველი მდივანი იყო ძალიან კარგი პიროვნება - შარაშენიძე, რომელიც სააკაშვილს დაეხმარა ამ საქმეში და მერე ვაჟა ლორთქიფანიძემ მოაწერა ხელი. მაგის პირადი საქმე, რომელიც კიევში, იმ ინსტიტუტში ინახება, მე მეჭირა ხელში და საქმეს რამდენიმე ფურცელი აკლდა.


ის რომ კიევის უნივერსიტეტიდან გამოითხოვო სააკაშვილის ნებართვაა საჭირო...


საქმეში წერია, როგორ გარიცხეს სააკაშვილი კომკავშირიდან, მერე როგორ აღადგინეს, მერე როგორ მუშაობდა ბორისპოლის აეროპორტში, "კა გე ბე"-ში... სხვაც ბევრი რამ წერია... ეს იცით რა დროა? როცა საქართველოში ეროვნული მოძრაობაა აზვირთებული და აი ამ დროს, სააკაშვილი მუშაობდა ბორისპოლის "კა გე ბე"-ში რიგითად!


ბაბუამისი, მიხეილ სააკაშვილი 1937 წელს მოსკოვში შევიდა "ვკპ(ბ)"-ს რიგებში, ბიძამისი - თემურ ალასანია ცნობილი "კა გე ბე"-შნიკია, დედამისი - ქალბატონი გიული ალასანია კომკავშირის პრემიის ლაურეატია და სააკაშვილი საერთოდ ვისზე რას ლაპარაკობს? - განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.


p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031