გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: ნუ დაუჯერებთ დემაგოგ პოლიტიკანებს, ენდეთ ავტორიტეტულ საერთაშორისო აქტორებს!

21-08-2020

„ნუ დაუჯერებთ დემაგოგ პოლიტიკანებს, ენდეთ ავტორიტეტულ საერთაშორისო აქტორებს!“ - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე UNICEF- ის კვლევის შედეგებს 18 წლამდე ბავშვებისთვის ფულადი დახმარების გაცემის შესახებ.

„ამას წინათ, გვესმოდა ნაცოპოზიციის მორიგი დემაგოგიური ნეგატიური განცხადებები მთავრობის ინიციატივაზე 0-17 ასაკის ბავშვებისათვის 200-ლარიანი დახმარების გაწევის შესახებ. მანამდეც იყო რეიტინგშელახული ოპოზიციონერი პოლიტიკანების ძაგება მთავრობის ანტიკრიზისულ ნაბიჯებზე.

თუმცა, დღეს UNICEF-მა გვამცნო მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები მოსახლეობისა და ბავშვთა სიღარიბეზე კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენასთან დაკავშირებით. კვლევაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ:

კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის კუთხით, საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ღონისძიებები წარმატებულია.

ხელისუფლების მიერ განხორციელებული ანტიკრიზისული სოციალური ღონისძიებები ეფექტიანია და ის საქართველოს მოქალაქეებს მნიშვნელოვნად უმსუბუქებს გლობალური კრიზისით გამოწვეულ ფინანსურ სირთულეებს.

0-17 წლის ასაკის ბავშვებისათვის საყოველთაო ფულადი დახმარება ყველაზე ეფექტური მოდელია მოსახლეობისა და ბავშვების სიღარიბის დასაძლევად.“ - წერს გია აბაშიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ექსპერტის აზრით , მნიშვნელოვანია, რომ გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევაში რეკომენდაციის სახით შეთავაზებული 50-ლარის ნაცვლად ,საქართველოს ხელისუფლებამ 4-ჯერ მეტი, 200-ლარიანი დახმარება გამოყო.

„აღსანიშნავია, რომ გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევაში რეკომენდაციის სახით შეთავაზებული იყო 50-ლარიანი დახმარების გაცემა ბავშვებისათვის, რაც იქნებოდა ხელშემწყობი ფაქტორი სიღარიბესთან ბრძოლის კუთხით. თუმცა, საქართველოს ხელისუფლების ყველა ბავშვისთვის განკუთვნილი 4-ჯერ მეტი, 200-ლარიანი დახმარება გამოყო.

UNICEF-ის კვლევით დადგინდა, რომ მთავრობის მიერ გაცემული ფულადი დახმარებების შედეგად, შესაძლებელი ხდება, როგორც სიღარიბის მაჩვენებლების ზრდის ტემპის შენელება, ასევე სიღარიბის მაჩვენებლების საბაზისო დონესთან შედარებით შემცირება.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, რომ პანდემიის გამო მოსალოდნელია მსოფლიოში 195 მილიონი სამუშაო ადგილის დაკარგვა. გაეროს გამოთვლებით კი, შესაძლოა, დაახლოებით 42-66 მილიონი ბავშვი აღმოჩნდეს სიღარიბეში, აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი სოციალური მხარდაჭერის ღონისძიებები არის უპრეცედენტოდ ეფექტიანი სიღარიბესთან ბრძოლის თვალსაზრისით და ამას ადასტურებს თავად ამ კვლევის შედეგებიც. ნუ დაუჯერებთ დემაგოგ პოლიტიკანებს, ენდეთ ავტორიტეტულ საერთაშორისო აქტორებს! - წერს გია აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930