გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
არაბული პრესა: ირანიდან საქართველოში ჩასული რელიგიური მქადაგებლები ყოველთვის მშვიდობის ქადაგებას არ ეწევიან...

11-04-2018

"საქართველოში ირანის დაინტერესებას იწვევს იქ მცხოვრები აზერბაიჯანელები, რომელთა უმრავლესობა შიიტურ მიმდინარეობას აღიარებს (უფრო მცირე ნაწილი სუნიტები არიან). საყურადღებოა, რომ აზერბაიჯანელებს საქართველოს მოსახლეობაში, ეთნიკური თვალსაზრისით, რაოდენობით მეორე ადგილი უკავიათ, ქართველების შემდეგ"-ამის შესახებ არაბული გამოცემის, «Al Arabiya»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია საუბარი.


სტატიის ავტორის, პოლიტოლოგ ალი გაჯიზადეს შეფასებით, ბოლო ათი წლის განმავლობაში ირანის გავლენა ბორჩალოში (აზერბაიჯანელთა კომპაქტური დასახლების რეგიონში) აშკარად შესამჩნევია.


"ზოგიერთი ქართველი და აზერბაიჯანელი [ექსპერტი] სერიოზულადაა შეშფოთებული ირანის მისიონერული და პროპაგანდისტული საქმიანობის შედეგებით: დღეს სუნიტ აზერბაიჯანელებს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვთ შიიტ აზერბაიჯანელებთან, რომლებიც ისლამის ირანული ვერსიის ერთგულები არიან. ირანის გავლენა უმთავრესად ვლინდება სხვადასხვა უფასო ღონისძიებებში - ტრენინგების ჩატარებაში, სკოლების გახსნაში, ახალგაზრდების გაგზავნა სასწავლებლად ირანში (რელიგიური განათლების მისაღებად), პროირანული სარეკლამო ლიტერატურის გავრცელებაში (მათი ნაწილი აზერბაიჯანშიც იგზავნება), სხვადასხვა პროირანული ორგანიზაციების (Ahl ul-Bayt, Alul Bayt, Ali Hikmet და ა.შ.) საქმიანობის დაფინანსებაში და იმ ღონისძიებების გამართვაში, რომლებიც აშურას უკავშირდებიან.


საყურადღებოა, რომ ირანიდან ჩასული რელიგიური მქადაგებლები ყოველთვის არ ეწევიან მშვიდობის ქადაგებას. მათი რაოდენობა საქართველოს აზერბაიჯანელთა მეჩეთებში თანდათან იზრდება: 2011 წლიდან ირანელი რელიგიური მსახურების რაოდენობა და მათი მისიონერული საქმიანობა ქართველ შიიტებში მკვეთრად გააქტიურდა. გარდა ამისა, ირანის მიმართ არის ეჭვი, რომ თეირანი საქართველოს ევროპაში ნარკოტიკების გადასატან მარშრუტად იყენებს.

აქტიურად მოქმედებენ აგრეთვე პროირანული საიტები ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე, მაგალითად - ahlibeyt.ge, mgeo.ge. ეს ორი ვებ-საიტი დარეგისტრირებული ქართულ დომენურ ზონაში და ორივე დაბალხარისხოვანია (რაც სამხრეთ კავკასიაზე გამიზნული პროირანული პროპაგანდისტული საიტების საერთო სენია), თუმცა აგიტაციას მაინც ეწევიან"-წერს არაბული გამოცემა.



მასალის ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.newspress.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930