გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
ვანო მერაბიშვილი: სახეს ერიდეთ, ძირითადად თირკმელებში და მუცელში ურტყით; ეპარქიებზეც იმუშავეთ...

24-08-2020

მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აწ უკვე ყოფილი შეფი, ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 4 ნოემბერს იხსენებს, მაშინ, როცა, მაღლაფერიძის თქმით, ვანო მერაბიშვილმა საპროტესტოდ გამოსულ ხალხზე ანგარიშსწორება დაგეგმა:


"მერაბიშვილის სამუშაო მაგიდისმარჯვნივ იჯდა ზურაბ ადეიშვილი, მისგან მარცხნიც, კედლის მხარეს ზურაბ მელიქიშვილი, ოთარ სირაძე, ამირან მესხელი და თვითონ ვანო.


მაგიდის მეორე თავში ისხდნენ დავით კეზერაშვილი და დათა ახალაია. მეორე მხარეს დავით კირკიტაძე, აკაკი ბობოხიძე, გოგა ხაჩიძე, მე, ვასილ მაღლაფერიძე და გოკა გაბაშვილი. ჩვენ უკან, სკამზე იჯდა ახალგაზრდა ბიჭი, ალბათ ვანოს თანაშემწე.


დაიწყო ვანომ, ორ საკითხთან დაკავშირებით მინდა თქვენთან საუბარიო. პირველი, უნდა იყოთ ძალიან მხნედ, ყველამ უნდა დაგინახოთ, რომ დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებთ რაც ქუჩაში ხდებაო. ეს მხიარული (ზუსტად ეს სიტყვა გამოიყენა) ნაწილია იმისა, რაც უნდა გითხრათ, ახლა კი სერიოზულ ნაწილზე გადავიდეთო და მონოლოგის სახით გვითხრა:


"ეს ნაძირლები ძალიან გაბლატავდნენ, ორ დღეში მოინდომეს იმის წაღება რისთვისაც ჩვენ ოთხი წელი ვიბრძოდით. მართალია, დიდი არაფერი ძალა აქვთ, მაგრამ აუცილებელია პრევენციული ზომების მიღება. კაცმა რომ თქვა, რაიონებიდან მართლაც არ ჩამოსულა ბევრი ხალხი, მაგრამ ვინც ჩამოვიდა, ან აწი ჩამოვა, ყველას მიხედვა უნდა. უკვე დავალებული აქვს კონსტიტუციურს, მაგრამ თქვენც აქტიურად უნდა ჩაერთოთ პროცესში... შეადგინეთ სიები ყველა მიტინგზე ჩამომსვლელის, შეუშვით თქვენი ხალხი მიტინგზე, არც ერთი ადამიანი არ უნდა წავიდეს უკან გაულახავი. ცემა უნდა მოხდეს არა სახალხოდ, - სათითაოდ. მაგალითად, გურიიდან ან ზუგდიდიან ჩამოსულ ადამიანს მაგალითად ქუთაისთან გააჩერებენ და თირკმელებს დაუნგრევენ. გენერალური პრიკურორი აგერაა დას ნებართვას გვაძლევს (იცინის)"


- მე არაფერი გამიგია, ჩუმად ვარ და რომ მორჩება ყველაფერი, მერე გეტყვით რას ვფიქრობ - ეს იყო ერთადერთი და ღიმილით წარმოთქმული რეპლიკა, რომელიც ადეიშვილმა ჩემ იქ ყოფნაში თქვა (თუ მხედველობაში არ მივიღებთ შოგადაშიგ ორიოდე წამოძახილს: "დავიჭიროთ", "დედა მოვუ..ნათ").
მოკლედ, ისე უნდა გაილახონ, რომ დიდხანს ვერ დადგნენ ფეხზე, სახეზე ერიდეთ, არ არის აუცილებელი, ძირითადად თირკმელებში და მუცელში... ვინც არ იცით კონსულტაცია ახალაიასთან გაიარეთ".


ამ დროს ჩემგან მარჯვნივ, კეზერაშვილისგან ან ახალაიასგან ისმის სიცილნარევი რეპლიკა: "განსაკუთრებულ შემთხვევაში სახეშიც შეიძლება!"


ვანომ განაგრძო: "განსაკუთრებულში აუცილებელიც კია, ოღონდ განსაკუთრებულში და ასეთები ბევრი ვიცით (იცინის). ვინც ცოტა "მოშავოა ან ეგეთი ტიპები, ჯიბეში ნარკოტიკი და ბაჩოსთან. გარეთ ერთი ახალაია მოუვლით, შიგნით მეორე ახალაია დახვდებათ." ცემა აუცილებელია, იმიტომ, რომ რაიონებში ჩადიან მიტინგებზე ნამყოფი ადამიანები და იწყებენ იქ ბლატაობას და ხალხის შემოკრებას, გალახული კაცი კიდე არის ჩმორი საქართველოში და გავლენას ეგრევე კარგავს. ლაპარაკია ამ ბოზების ბოლომდე ჩატ...აზე.შექმნით ჯგუფებს, პირველად რომ დაბეთქავენ ვინმეს, მერე ისეთ აზარტში შევლენ, ვერ გააჩერებთ. ეს ბევრჯერ გამოვცადეთ. ამით ორი საქმე კეთდება: ბოზები იტ....იან და ჩვენი რიგები მტკიცდება. არ შეიძლება, ახლა ჩვენ ერთმანეთზე ვეჭვიანობდეთ, ასე ერთმანეთს გადავჭამთ. ამიტომ, ვინც ჩვენიანია საქმით უნდა დაამტკიცოს. თუ ვინმე ბიზნესმენია შენიშნული ოპოზიციის დაფინანსებაში, აგერ კეზერაშვილს უთხარით და მიხედავს. ეპარქიებთან იმუშავეთ, იმ ბიზნესმენებთან, ვინც ეპარქიებს ეხმარებიან, რომ ხალხს სისულელეები არ ელაპარაკონ. მიტინგზე გადახედეთ, ყველას გვყავს ნაცნობი სპორტსმენი, მსახიობი, ეგეთი ტიპები, დაურეკეთ, გადმოიბირეთ, დაარწმუნეთ, შეაშინეთ, თუ გინდათ მოისყიდეთ, ოღონდ ფული არ მომთხოვოთ (იცინის)... ეს სასწრაფოდ გასატარებელი ღონისძიებებია, დანარჩენებს მერე მოვ....ავთ დედებს, ერთიც არ უნდა დარჩეს უყურადღებოდ. მთავარია, მიტინგზე წასვლის შეეშინდეთ, ამის წამალი კი ცემა არის. გაიგეთ, ვინ არიან მათი ნათესავები, მამა, ბიძაშვილი... ზოგზე ასე ვიმოქმედებთ, ზოგზე ისე, ზოგი გაილახება, ზოგთან ფინანსური შევა, ზოგს ჯიბეში ნარკოტიკი. ყოფილი პოლიციელები გამოსულან მიტინგზე, დედებს მოვ...ნავთ, უკვე მოვნახეთ წესიერი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პატიმრები, რომლებიც დაწერენ , როგორ აწამებდნენ ის პოლიციელები თავის დროზე. იმათ გავუნახევრებთ, ამათ შევყრით... ახლა არის გადამწყვეტი მომენტი და მთავარი სიმტკიცეა" - იხსენებს ვასილ მეღლაფერიძე ვანო მერაბიშვილთან ჩატარებული თათბირის დეტალებს.


p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge -ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930