გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
რად მინდა გზები და შენობები? მრცხვენია, რომ ქართველი ვარ - თამრიკო ჭოხონელიძე 2012 წელს "ნაციონალური მოძრაობის" შესახებ

25-08-2020

მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ 2012 წლის სექტემბერში "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობა და ის კადრები დაგმო, რომელიც ციხეში არსებულ ვითარებას ასახავდა და რომელიც 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლოებით 2 კვირით ადრე გავრცელდა.


თამრიკო ჭოხონელიძესთან ინტერვიუ გაზეთმა "რეზონანსმა" ჩაწერა:


"დიდი ხანია მიდის საუბარი, რომ ციხეებში უსამართლობაა, რომ პატიმრებზე ზეწოლაა, მაგრამ ის, რაც ვნახეთ, ყველანაირ ფანტაზიას, ადამიანურ და ზნეობრივ ნორმებს სცილდება. ამას უკვე სტრესული სოტუაციაც კი აღარ ჰქვია. მე ღიად ვამბობ - მრცხვენია, რომ ქართველი ვარ!


რად მინდა გზები ან შენობები? დაგრეხილ გზებზე მირჩევნია სიარული, ოღონდ ადამიანად ვიგრძნო თავი!


ჩემთვის აღარაფერია ახლა ღირებული, არც გზა, არც შუქი და არც შენობები! ვიცი, "ნაციონალებში" ჩემნაირად მოაზროვნეებზე ამბობენ, ერთი არჩევნები მოგვაგებინა და მერე ნახავთ რასაც გიზამთო, მაგრამ მე არ მეშინია. ამ ქვეყანაში ასეთი ცხოვრება და ასეთი სიცოცხლე აღარ მინდა" - აცხადებდა თამრიკო ჭოხონელიძე.


P.S. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო NEWSPRESS.GE - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930