27-08-2020
დადგინდა ახალი მიმართულება, ეს გახლავთ ბუდაპეშტი, რომელიც განხორციელდება უახლოეს პერიოდში და რომელიც მისცემს შესაძლებლობას ჩვენს სტუდენტებს, შეღავათიან ფასებში გადაფრინდნენ ევროპაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბილეთის ღირებულება 199 ევროზე მეტი არ იქნება. მთავრობის მეთაურის თქმით, მოთხოვნის შესაბამისად, აღნიშნული პროგრამა გაგრძელდება.
„სასწავლო წელი იწყება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც. ბევრი ჩვენი მოქალაქე, სხვადასხვა პროგრამებით სწავლობენ საზღვარგარეთ. ჩვენ უკვე ორი რეისი გავაკეთეთ გერმანიის მიმართულებით, 25 ივლისს და 11 აგვისტოს, თუმცა, მოთხოვნა შენარჩუნდა და დღეს ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ახალგაზრდობის სააგენტოს შესაბამის სამინისტროებთან ერთად, ეფექტური მუშაობით, დადგინდა ახალი მიმართულება, ეს გახლავთ ბუდაპეშტი, რომელიც განხორციელდება უახლოეს პერიოდში და რომელიც მისცემს შესაძლებლობას ჩვენს სტუდენტებს, შეღავათიან ფასებში გადაფრინდნენ ევროპაში. ესენი არ იქნებიან მხოლოდ ის სტუდენტები, რომლებიც ბუდაპეშტში სწავლობენ, ეს იქნება მთლიანად ევროპის მიმართულებით და რა თქმა უნდა, აქ ბილეთის ღირებულება ვერ იქნება 199 ევროზე მეტი. მოთხოვნის შესაბამისად ჩვენ ამ პროგრამას გავაგრძელებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.