გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია ბავშვების 200 ლარიან დახმარებაზე: სოციალური დანარიცხი, რომელსაც მიიღებენ ოჯახები, არც ერთ შემთხვევაში არ იქნება საბანკო ვალდებულების აღსასრულებლად მიმართული

27-08-2020

მოგეხსენებათ, ჩვენ რამდენიმე ხნის წინ გამოვაცხადეთ 18 წლამდე ასაკის ბავშვების სოციალური მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც მოიცავს თითოეულ ბავშვზე 18 წლამდე 200 ლარიან დახმარებას, თუმცა აქ იყო გარკვეული შესაძლო ტექნიკური პრობლემები, რომელიც ჩვენ მოვაგვარეთ. გუშინ გვქონდა შეხვედრა საბანკო სექტორთან და მათთან საუბრის შემდეგ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ ეს სოციალური დანარიცხი, რომელსაც მიიღებენ ჩვენი მოქალაქეები, ოჯახები, არც ერთ შემთხვევაში არ იქნება საბანკო ვალდებულების აღსასრულებლად მიმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მოქალაქეებისთვის, რომელთაც აქვთ საბანკო სესხი, ეს თანხა ვერ იქნება და არ იქნება გამოყოფილი სესხის დასაფარად და ავტომატურად ბანკი ამ თანხას ვერ ჩამოაჭრის, ისევე როგორც კანონმდებლობის შესაბამისად არც ერთი სხვა აღსრულების მექანიზმი და ღონისძიებები ამ სოციალურ დახმარებას არ შეეხება, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, 18 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილ 200-ლარიან დახმარებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო ატარებს თანმიმდევრულ და ქმედით ღონისძიებებს, როგორც ვირუსთან ბრძოლის, ისე მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით.

„მოგეხსენებათ, რომ კრიზისული სიტუაციის განვითარებასთან დაკავშირებით და მასთან თანმიმდევრობით სახელმწიფო ატარებს როგორც ვირუსთან ბრძოლის, ასევე ჩვენი მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის კონკრეტულ ქმედით ღონისძიებებსა და ნაბიჯებს, რაც პირდაპირ ჩანს ვირუსის გავრცელების რისკების მართვით და გარდა ამისა, სოციალური დახმარების იმ პაკეტით, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა რეგიონში და საერთოდ საუკეთესო პრაქტიკაა,“ - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, დღეის მონაცემებით შემოსულია უკვე 810 000 ბავშვზე განაცხადი, რაც გულისხმობს 482 000 ოჯახს.

„მოგეხსენებათ, რომ 15 სექტემბერიდან ჩვენ, ერთობლივი გადაწყვეტილებით და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით, საკლასო ოთახებში სწავლის განახლების შესაძლებლობა გვაქვს, რაც მნიშვნელოვანია როგორც ბავშვებისთვის, ისე ჩვენი ოჯახებისთვის. ამასთან ერთად, ეს პროგრამა გაგრძელდება პირველ დეკემბრამდე და ამ თანხების დარიცხვა ბავშვებისთვის დაიწყება 1-ლი სექტემბრიდან და შესაბამისად გაგრძელდება წლის ბოლომდე. ახალი განაცხადების შემოსვლის შემთხვევაში უკვე პირველ დეკემბრამდე. მნიშვნელოვანი არის, რომ დღეის მონაცემებით შემოსულია უკვე 810 000 ბავშვზე განაცხადი, რაც გულისხმობს 482 000 ოჯახს რაც ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და ეფექტიანი სოციალური დახმარება, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ერთობლივად გადავწყვიტეთ, რაც დასტურდება უამრავი სხვადასხვა სოციალური კვლევით და რაც პირველ რიგში მიმართულია კრიზისის პირობებში მოსალოდნელი სიღარიბის დონის გაზრდის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, მიმართულია ჩვენი მოქალაქეების ოჯახების მხარდასაჭერად,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930