გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
თემურ შაშიაშვილი: სააკაშვილის ავადმყოფობის ისტორია ექიმებმა 2004 წელს გადამალეს

28-08-2020

პოლიტიკური პარტია "თეთრების" ლიდერის, თემურ შაშიაშვილის განცხადებით, 2004 წელს, როდესაც ის პრეზიდენტად კენჭს იყრიდა, ინიციატივით გამოვიდა, რომ ქვეყნის პირველ პირად არჩევაზე პრეტენზიის მქონე კანდიდატებს ჯანმრთელობის შესახებ სამედიცინო დასკვნები დაედოთ, თუმცა მათ ეს არ გააკეთეს.


როგორც გაზეთი "ახალი თაობა" ციტირებს, შაშიაშვილი მიხეილ სააკაშვილს ჯერ კიდევ 1997 წლიდან "ქვეყნისთვის საშიშ და გაუწონასწორებელ" პირად მიიჩნევდა.


"ვინც მიხეილ სააკაშვილი გამარჯვების კვარცხლბეკზე აიყვანა, ვინც გააპრეზიდენტა, შემდგომ საკუთარ ქმედებას იმით ამართლებდნენ, რომ თურმე არ იცოდნენ საბჭოთა "კა გე ბე"-ს დაქვემდებარებულ სასაზღვრო ძალებში რომ მსახურობდა, დასავლეთის მასონური წრეების და ათასგვარი ჯურის სექტების პროტეჟეც რომ გახდა შემდგომში, ამერიკის შეერთებულ შტატებში სომხური ლობისტური ფირმის, "პეტერსონ ბელქნაფის" ინტერესებს რომ იცავდა. თურმე არც ის სცოდნიათ, რომ მათგან მხარდაჭერილ მომავალ პრეზიდენტს ნევროლოგიური ავადმყოფობა ჰქონდა გადატანილი მძიმე შედეგებით, რაზეც შემდგომ მსოფლიოში ცნობილი ნევროლოგების დასკვნაც დაიწერა და თურმე ბევრი სხვა რამეც "არ იცოდნენ".


1997 წლიდან მას არასერიოზულ, გაუწონასწორებელ და ქვეყნისთვის საშიშ პიროვნებად ვთვლიდი, ამას დოკუმენტალურადაც ვასაბუთებდი.


2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ კატეგორიულად მოვითხოვე, რომ პრეზიდენტობის კანდიდატების შესახებ სამედიცინო დასკვნა გამოქვეყნებულიყო. ამ დროს, მე, როგორც პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა თხოვნით მივმართე ყველა სამედიცინო დაწესებულებას, რომ თუ ჩემთან დაკავშირებით რაიმე ჰქონდათ, გამოექვეყნებინათ. ანალოგიური არ გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა. ექიმებმა არქივებში კარგად გადაინახეს მისი ავადმყოფობის ისტორია, ქვეყანა კი დაღუპეს" - განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.


p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930