გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლაშა ნაცვლიშვილი: მიშას საკუთარი სცენარი აქვს და აბა გაბედოს ვინმემ ოპოზიციაში არ დაემორჩილოს მის ბრძანებას. იგი ყველას ყველაფერს გაუხსენებს

2-09-2020

აბა, გაბედოს ვინმემ ოპოზიციაში და არ დაემორჩილოს მის ბრძანებას. იგი ყველას ყველაფერს გაუხსენებს: ბოკერიას გაუხსენებს, რომ ივანიშვილის სცენარით დაუშალა პარტია; ხაზარაძეს შეახსენებს, რომ მევახშეა; გირჩს და ვაშაძეს წამოაძახებს, რომ ბურჭულაძის პოლიტიკურად განადგურების სპეცოპერაციაში მონაწილეობა ივანიშვილის სასარგებლოდ მიიღეს; მაჭუტაძეს შეახსენებს, რომ… მაჭუტაძეა; ზოგს წამოაძახებს, რომ შევარდნაძის დროინდელია, ზოგს ზვიადისტს დაუძახებს, ზოგს კი – პუტჩისტს. ხო, მართლა, უგულავას შეახსენებს, რომ ციხიდან გამოსვლის სანაცვლოდ მას „დედა აგინა“.

თუმცა, არა! უგულავას არაფრის შეხსენება არ დასჭირდება. უგულავა ისედაც მასთან იქნება, ისევე როგორც გულისამრევი ოქრუაშვილი, ჭკნობამორეული მეძავი ლეიბორისტი და მიტოვებული ქალებისთვის დამახასიათებელი შურისძიების დაუძლეველი ვნებით აღსავსე, ბოღმით თვალ და გონებადაბინდული უმრწმესი ბერძენიშვილი და უქარქაშო გუბოზ სანიკიძე”,- ამის შესახებ ლაშა ნაცვლიშვილი ,,პრაიმტაიმთან ვრცელ ინტერვიუში საუბრობს.

როგორც ,,ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში აცხადებს, ეს ყველაფერი იქნება, მაგრამ არ იქნება მთავარი, არ იქნება რევოლუცია იმისდა მიუხედავად, დაემორჩილება თუ არა მიშას დანარჩენი ოპოზიცია.

ნაცვლიშვილის თქმით, ვერც მელიას და კირკიტაძის გატორპედოვება, ვერც ბასიშვილის ზონდერბრიგადები საქმეს ვერ უშველის, თუ რევოლუციური ვულკანის კრატერში არ ჩავიდა ბელადი. ბელადი კი მარტო კლიპებში „ბრუნდება“ და ისევ სხვისი ხელით უნდა ნარის გლეჯა.

,,მრავალი მიზეზის გამო არ იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ არ არის დაცული ყველა დროის ყველაზე წარმატებული რევოლუციონერის მიერ ჩამოყალიბებული ქრესტომატიული წინაპირობა იმის თაობაზე, რომ რევოლუციური სიტუაციისთვის აუცილებელია, ხალხს აღარ სურდეს ძველებურად ცხოვრება, ხოლო ხელისუფლება აღარ შეეძლოს ძველებურად მართვა. ჩვენთან ყველაფერი პირიქით არის – ხალხის უმრავლესობა ხელისუფლებათან დგას და ხელისუფლებაც მყარია.

მაგრამ არის კიდევ ერთი, რევოლუციისთვის არცთუ უმნიშვნელო წინაპირობა – რევოლუცია დისტანციურად არ კეთდება. რევოლუციის მიზანი – ძალაუფლებაა. ძალაუფლება კი სასურველ, მაგრამ ჭირვეულ ქალს ჰგავს, რომელსაც პირადად, უშუალოდ, ფიზიკურად უნდა დაეუფლო. უნდა მიხვიდე და აიღო. ვერავინ ჩაგანაცვლებს. ძალაუფლების აღების ნახევრად მისტიური აქტი დუბლიორს და კასკადიორს არ ითვალისწინებს. ვერც მელიას და კირკიტაძის გატორპედოვება, ვერც ბასიშვილის ზონდერბრიგადები საქმეს ვერ უშველის, თუ რევოლუციური ვულკანის კრატერში არ ჩავიდა ბელადი. ბელადი კი მარტო კლიპებში „ბრუნდება“ და ისევ სხვისი ხელით უნდა ნარის გლეჯა. ამიტომაც არ გამოვა. არადა, ძალიან უნდა – ესიზმრება, ოცნებობს, შეჰხარის, ერთი სული აქვს, დაიპყროს, მაგრამ რადგან ეშინია ამ ფარჩაკს, ამიტომ მხოლოდ წარმოსახვაში ეუფლება და… მასტურბირებს. დიახ, სააკაშვილის ყველა ძველი, ყველა არშემდგარი და ყველა მომდევნო, წარუმატებელი მცდელობა, არის მასტურბაცია ძალაუფლებაზე. მისი ახლანდელი ფაცი-ფუციც – პოლიტიკური მასტურბაციის ნაირსახეობაა და სხვა არაფერი. რამეს ურჩევდა კაცი ონანის ცოდვის მძევლად მყოფ დანარჩენ ოპოზიციას, მაგრამ არ ღირს, – მანდვე დარჩეთ, ჯობია. P.S. ისე, მიშა, hamodi, იქნებ გამოვიდეს?!- ამბობს ლაშა ნაცვლიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930