გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თორნიკე რიჟვაძე: რომ არ ჩაიკეტოს აჭარა და ბათუმი, მოგიწოდებთ უმკაცრესად დავიცვათ ყველა არსებული რეკომენდაცია

2-09-2020

აჭარაში შექმნილ ეპიდემიოლოგიური სიტუაციასთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და მიმართა მოქალაქეებს, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, რომ უმკაცრესად იქნას დაცული ყველა არსებული რეკომენდაცია.

,,ამ ეტაპზე აჭარა და ბათუმი არ იკეტება თუმცა მოვუწოდებ ბიზნეს სექტორს და მოქალაქეებს მკაცრად დაიცვან რეგულაციები და რეკომენდაციები, რომ არ მოხდეს აჭარის და ბათუმის ჩაკეტვა. უმკაცრესად გაკონტროლდება ყველა ობიექტი როგორც ტრანსპორტი, ისე კვების და სხვადასხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი“ - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

ჩაქვში, სასტუმრო ოაზისში ერთ-ერთ სტუმარს დაუდასტურდა ვირუსი, მასთან ახლო კონტაქტში მყოფი 5 პირი, გადაყვანილი იქნებიან საკარანტინო სივრცეში. ყველა სტუმარს და სასტუმროს პერსონალს ჩაუტარდება კვლევა. კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაუფიქსირდა N7 მუნიციპალური ავტობუსის მძღოლს. აჭარის მთავრობა მუნიციპალური ტრასპორტის მძღოლებს და მგზავრებს მოუწოდებს ტესტირების ჩატარებისკენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031