გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
ედუარდ შევარდნაძე: სააკაშვილი აუცილებლად წარსდგება ჰააგის სასამართლოს წინაშე! (რეტრომედია)

6-09-2020

საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის განცადებით, იმ ტიპის დანაშაულებისთვის, რაც მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ ჩაიდინა, პასუხს ჰააგის სასამართლოში აგებენ, როგორც კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის.


ეს განცხადება ედუარდ შევარდნაძემ 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე, გაზეთ "ასავალ - დასავალთან" ინტერვიუში გააკეთა.


"ჰააგას ნამდვილად იმსახურებენ. მაგრამ, ჯერ მთავარია არჩევნები ჩავატაროთ და მერე აუცილებლად იქნება ჰააგა.


არჩევნების შემდეგ სააკაშვილი საქართველოსთვის უკვე განვლილი ეტაპი იქნება. მაგრამ დარჩება ფაქტები, რომლებისთვისაც ის და მისი მთავრობა აუცილებლად გასამართლდება.


რაც ვნახეთ (იგულისხმება ე.წ. ციხის კადრები) ეს არამარტო საქართველოს, არამედ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია. ასეთი დანაშაულის ჩამდენთ კი სწორედ ჰააგის ტრიბუნალი ასამართლებს" - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.


p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930