7-09-2020
ეროვნული ფორუმის ყოფილი ლიდერი, გუბაზ სანიკიძე, რომელიც დღეს ოპოზიციაშია და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სიმპათიებს არ მალავს, გარკვეული პერიოდის წინ მას ავადმყოფად, ვანო მერაბიშვილს კი ნაძირალად მოიხსენიებდა.
გთავაზობთ ფრაგმენტს გუბაზ სანიკიძის ერთ-ერთი ინტერვიუდან, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ტელეკომპანია "კავკასიას" ეთერში, დავით აქუბარდიასთან შედგა:
"ქვეყანა, რომელიც ბადრი პატარკაციშვილს და ბიძინა ივანიშვილს არ გამოიყენებს, შეიძლება ამ ქვეყნის ხელისუფლებას ჭკვიანი დაერქვას? მე ერთხელ დავწერე კიდაც, რომ სომეხმა სააკაშვილმა გორი იხსნა, ხოლო ქართველმა სააკაშვილმა გორი ჩააბარა და დაგვღუპა. ამიტომ, მე მყავს ქვეყანაში პირველი პირი, რომელიც თავის წარმომავლობას მალავს. ამდენი წელია სააკაშვილი პოლიტიკაშია და სულ დედამისის ნათესავებზე ლაპარაკობს. მამამისს არ ახსენებს საერთოდ.. რატომ არ ახსენებ მიშა, გრცხვენია? რატომ გრცხვენია"-განაცხადა სანიკიძემ.
მანვე, იმავე ეთერში, საქართველოში იმ დროს არსებულ ბიზნესგარემოზეც ისაუბრა:
"ვინ ფლობს ქონებას საქართველოში? დღეს საქართველოში უძრავ ქონებას, ეროვნულ სიმდიდრეს ფლობენ ან უცხო სახელმწიფოს მოქალაქეები, ან ნაცმოძრაობის ბოსები (ასო არ შემეშალოს მაპატიეთ)...
საქართველოში ეთნიკურ ქართველებს არ აქვთ უფლება ჩადონ ინვესტიციები... საქართველოში ეთნიკურ ქართველებს არ აქვთ უფლება ფული გამოჩინონ, იმ წუთშივე მაჯას მიაჭრის ძირში მერაბიშვილი ეს ნაძირალა ესა, ეს ვირთხა" - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.