9-09-2020
მართალია, მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში ვარდების რევოლუციით მოვიდა, მაგრამ შვიდ წელიწადში ვარდის ყვავილობა დასრულდა - ამის შესახებს ტელეკომპანია "იმედის" ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ლუის რობერტსონი ამერიკული გამოცემა "ჰილის" მიერ მისი ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაში წერს:
"როგორც ამერიკელს მრცხვენია, რომ ჩვენი სენატორები სააკაშვილის ბნელი რეჟიმის მხარდაჭერას აგძელებენ.
მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში "ვარდების რევოლუციით" მოვიდა, მაგრამ შვიდი წლის შემდეგ ვარდის ყვავილობა დასრულდა.
სავარაუდოდ, ამერიკელი სენატორები სააკაშვილის ანტიპუტინურმა პოზიციამ დააბრმავა და მათ გამორჩათ, რომ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევებზე, ციხეში წამების სისტემის შექმნაზე და თავისუფალი მედიის განადგურებაზეა პასუხისმგებელი.
იმედია, როცა სააკაშვილი მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება, სენატორები გადახედავენ მის მიმართ თავიანთ მხარდაჭერას. ჩვენმა ლიდერებმა უნდა გააგზავნონ შეტყობინება ღია ტექსტით, რომ ვერ მოვითმენთ ისეთ ტირანულ ქმედებებს, მათ შორის, ეგრეთ წოდებული მოკავშირეებისგან" - წერს რობერტსონი სტატიაში.
p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით