გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი ვერა ქობალიასთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმიანება

10-09-2020

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკის ყოფილ მინისტრ ვერა ქობალიასთან შეხვედრას სოციალურ ქსელში სტატუსს უძღვნის:
"ძალიან გამიხარდა რამდენიმე წლის შემდეგ ვერა ქობალიას ნახვა.


ვერა იყო ერთ ერთი ყველაზე წარმატებული ეკონომიკის მინისტრი საქართველოს ისტორიაში და ამავე დროს მინისტრობის შემდეგ არ დაიკარგა, გახდა 300 მილიონიანი ქვეყნის ,ინდონეზიის მთავრობის მთავარი მრჩეველი, რომელიც მიავლინა ინდონეზიის პრეზიდენტის და მთავრობის დასახმარებლად ავსტრალიის მთავრობამ და ბოლო წლებში არის ძალიან წარმატებული ბიზნესმენი კანადაში. ის მუშაობს ინოვაციების სფეროში და უკიდურესად საინტერესო აღმოჩენები გააკეთა ტექნოლოგიური აპლიკაციების მხრივ და მისი კომპანიის აქციონერი გახდა ტვიტერი.


რა თქმა უნდა, ძალიან ვისურვებდი, რომ ვერა დავაბრუნოთ ისევ საქართველოში ისევე, როგორც ყველა სხვა წარმატებული ქართველი"-წერს სააკაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031