13-09-2020
ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, ამჟამად უკრაინაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის დამატებით გზას სთავაზობს, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, ტყემლის საწებელზე გადის.
ამის შესახებ სააკაშვილმა ტელეკომპანია "მთავარი არხის" გადაცემაში "მთავარი დებატები" - განაცხადა.
"ჩვენთვის ახლა ჭაობიდან ამოსვლის ერთადერთი რეცეპტი სწრაფი განვითარებაა. მარტივ რაღაცებს ვყვებოდი და დამცინეს, საქართველო შეიძლება ტყემალმა არჩინოსო. ტყემალსაც შეუძლია არჩინოს. "ჰეინცის" კეტშუპი არის, აი, რომ წარმოიდგინოთ... ჰა, ჰა, ჰა, ტყემალიო, გვეცინება... "ჰეინცის" კეტშუპი არის მრავალმილიარდიანი ინდუსტრია... რითი ჩამოუვარდება ტყემალი კეტშუპს ან ტობასკოს, რომელიც ასევე მრავალმილიარდიანი ინდუსტრიაა. სხვათა შორის მე აქ (უკრაინა რედ.) შემოვიარე ბევრი ქარხანა, რომელიც უშვებს ტომატის და სხვა მსგავს საწებელებს და საქართველოს შეუძლია, მარტო ტყემლის ექსპორტით წარმოუდენელ გარღვევას მიაღწიოს" - განაცხადა სააკაშვილმა.