გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერვიუ
ზაალ ანჯაფარიძე: ოპოზიციას მოგების შანსი არ აქვს და მათი ძალისხმევა არჩევნების დელეგიტიმაციისკენ იქნება მიმართული

15-09-2020

როგორია საარჩევნო გარემო ქვეყანაში და როგორ აწარმოებენ პარტიები წინასაარჩევნო კამპანიას- თემაზე პოლიტიკის ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საუბრობს.


-ცალკეული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან უკვე ისმის ბრალდებები ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების მიმართ. მცირე აქციებიც მოეწყო, რაც ქმნის ერთგვარ დაძაბულობას. როგორ შეაფასებდით მაგალითად „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, ლევან თარხნიშვილის განცხადებას, რომ ცესკოს მიერ საოლქო კომისიების დამოუკიდებელ წევრთა არჩევა უკანონოდ მოხდა?


-ვფიქრობ, ეს მხოლოდ დასაწყისია და ასეთი შეტევები ცესკოზე კიდევ არაერთი იქნება.ეს არის ფაქტობრივად გაგრძელება იმ ცნობილი დეკლარაციის, რასაც ლეიბორისტების ოფისში შეკრებილმა ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს და რომლითაც, ცესკოს და საარჩევნო პროცესს უნდობლობა გამოუცხადეს. მითუმეტეს, ტრაგიკომიკურია ასეთი ბრალდებების მოსმენა თარხნიშვილისგან, რომელიც „ნაციონალების“ მმართველობის დროს ცესკოს ხელმძღვანელობდა, როგორც, ვითომ პოლიტიკურად ნეიტრალური პირი. დღეს კი ის, „ნაციონალების“ განშტოება პარტიის ერთ- ერთი ლიდერია. სწორედ თარხნიშვილისეული ცესკოს მიერ ჩატარებულ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს მისცა ეუთომ ძალიან მკაცრი შეფასება და მათ დასკვნაში შავით თეთრზე წერია, არათანაბარ პირობებზე მმართველი პარტიის - ,,ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ და ამას ძალიან მშვიდად უყურებდა ცესკოს მაშინდელი თავმჯდომარე.

თარხნიშვილის და სხვა ოპოზიციური პარტიების ბრალდებები, თითქოს ცესკოს მიერ საოლქო კომისიებში არჩეული დამოუკიდებელი წევრების ნაწილი „ქართულ ოცნებასთან“ არიან კავშირიში, დამტკიცებას საჭიროებს. შუბლზე არავის აწერია ვინ, ვისი მომხრეა, ან მხარდამჭერი. თუ დამადასტურებელი ინფორმაცია გააჩნიათ, წარადგინონ სადაც საჭიროა. ამას მოყვება კანონით დადგენილი რეაგირება, მაგრამ ურჩევნიათ მყვირალა აქციები, რომ მედიის ყურადღება მიიქციონ და ასე მოახდინონ თავიანთი პოზიციონირება

- „ევროპული საქართველოს“ გარდა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებმაც დაადანაშაულეს ცესკო და საოლქო კომისიის წევრები, რომ საუბნო კომისიის წევრებად მმართველი პარტიის მხარდამჭერები ფარულად გაამწესეს და მათ, ამ პროცესს ხელი შეუშალეს

ოპოზიცია ხვდება, რომ ამ არჩევნების მოგების შანსი არ აქვს და შესაბამისად, ემზადება არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციებისა და დესტაბილიზაციისათვის. ამიტომაც, არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში, მათი ძალისხმევა მიმართული იქნება არჩევნების დელეგიტიმაციისკენ და ასეთი წერტილოვანი დარტყმები ცესკოზე კიდევ არაერთი იქნება.
სხვათაშორის, ახლახანს გამოქვეყნდა „სამართლიანი არჩევნების“ საარჩევნო გარემოზე დაკვირვების მორიგი შუალედური ანგარიში და იქ, არაფერია ისეთი, რაც თარხნიშვილის და სხვა ოპოზიციონერების ამ კონკრეტულ ბრალდებას დაადასტურებდა. მე ვურჩევდი ცესკოს, რომ უფრო აქტიური კომუნიკაცია აწარმოოს და არცერთი, თუნდაც უსაფუძვლო ბრალდება, რეაგირების გარეშე არ დატოვოს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930