გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქართველმა და ბრიტანელმა სამხედროებმა კომბინირებული საწვრთნელი ოპერაცია ჩაატარეს

16-09-2020

„ღირსეული პარტნიორი 2020“-ის ფარგლებში, ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე ქართულ-ბრიტანული კომბინირებული ოპერაცია - ობიექტის დაპყრობა და წმენდა გაიმართა.

სწავლებაში საქართველოს თავდაცვის ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 41-ე ბატალიონი, საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის ოცეული და გაერთიანებული სამეფოს დედოფლის გურქების ლოჯისტიკური პოლკის ასეული მონაწილეობდა. სწავლებაში ჩართული იყო ამერიკული სამედიცინო საევაკუაციო ვერტმფრენი „შავი ქორი“.

სცენარის მიხედვით, კომბინირებული ოპერაცია ობიექტზე არაპირდაპირი ცეცხლის გამოძახებით დაიწყო. ობიექტზე, რომელიც მოწინააღმდეგის მხარეს ჰქონდა დაკავებული, ქართულ-ბრიტანული კომბინირებული ქვედანაყოფის მიერ გარღვევა განხორციელდა. ობიექტის დაპყრობისა და წმენდის ოპერაციის შესრულებისას ერთი სამხედრო დაიჭრა. მას ადგილზე პირველადი სამედიცინო დახმარება დაუყონებლივ აღმოუჩინეს და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მიზნით ამერიკული „შავი ქორით“ საველე ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031