გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვასილ ჩიგოგიძე ლანჩხუთში მოსახლეობას შეხვდა

16-09-2020

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე - ქალაქ ლანჩხუთის, სოფელ გვიმბალაურის და სოფელ სუფსის მოსახლეობას შეხვდა.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა, გამოწვევები კვლავ რჩება. შეხვედრისას გამოიკვეთა ძირითადად წყალმომარაგებისა და შიდა გზების რეაბილიტაციის საკითხები, რომლის დროული მოგვარება ჩვენი მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამიტომ ვიქნები სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში აქტიურად ჩართული და ლანჩხუთისთვის უამრავ სასიკეთო საქმეს გავაკეთებ. მინდა უდიდესი მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო ჩვენს მოსახლეობას,“ - განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.

შეხვედრას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლანჩხუთის საოლქო ორგანიზაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930