16-09-2020
სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება.
ახალციხის, ახალქალაქის, ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში დეზინფექცია ჩაუტარდა მრავალბინიანი კორპუსებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ცენტრალურ ქუჩებს, აგრარულ ბაზარს, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებს, სკვერებსა და ღია სივრცეებს.
მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სპეციალური ხსნარით დამუშავდა ასევე, ახალციხის ცენტრალური პარკისა და ქალაქში არსებული სკვერების ტერიტორიები, საბავშვო გასართობი და სავარჯიშო მოედნები.
დაბა ადიგენსა და დაბა აბასთუმნში, დეზინფექცია ჩაუტარდა ცენტრალურ ქუჩებს, ტროტუარებს, ცენტრალურ გზაზე არსებულ მოაჯირებს, სპორტულ მოედნებს, სკვერებს, თავშეყრის ადგილებსა და სხვადასხვა ორგანიზაციების მიმდებარე ტერიტორიებს.
სადეზინფექციო სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდებული პრეპარატებით ტარდება. პროცესს კოორდინაციას და მონიტორინგს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები უწევენ.