16-09-2020
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს'' ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გოჩა ენუქიძემ ფეხბურთის ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან, კახა ჭუმბურიძესთან ერთად, ბოლო წლების მანძილზე რეგიონის მასშტაბით აშენებული და რეაბილიტირებული სპორტული მოედნები მოინახულა და საფეხბურთო კლუბებს საჩუქრად ბურთები და მაისურები გადასცეს.
გოჩა ენუქიძის განცხადებით სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება უმნიშვნელოვანესია ამ სფეროს წარმატებული მომავლისთვის, ამიტომ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა რეგიონში, სპორტული ცხოვრების ხელშეწყობისთვის.
2019 წელს, ქალაქ ამბროლაურში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი აშენდა.
სპორტული კომპლექსი, რომელიც FIFA-ს რეგულაციების შესაბამისად აშენდა, დამხმარე მოედანს, ტრიბუნებს, სპორტსმენებისთვის გასახდელსა და საშხაპე ოთახებს აერთიანებს.
გარდა დიდი პროექტებისა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოეწყო 14 ხელოვნურსაფარიანი მინის ტადიონი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოეწყო 12 მინის ტადიონი, ქალაქ ონში რეაბილიტირდა სლავა მეტრეველის სახელობის სტადიონი და მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოეწყო 3 ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონი, ამბროლაურის მასშტაბით კი მოეწყო 17 ახალი და რეაბილიტირდა 7 სტადიონი.
,,ფეხბურთის ფედერაციის, ადგილობრივი და ცენტრალურიხელი სუფლების მხარდაჭერით, ყველაფერს გავაკეთებთ სპორტული ცხოვრება სათანადოდ განვითარდეს ჩვენს რეგიონში''-განაცხადა გოჩა ენუქიძემ.