გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით ამბროლაურისა და ონის სოფლების ტერიტორიების თერმული ნისლით დამუშავება იწყება

16-09-2020

ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში, აზიური ფაროსანას გავრცელების არეალის შეზღუდვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს. ტექნიკა ადგილზე უკვე მობილიზებულია. ღონისძიებების განხორციელება ამბროლაურის მუნიციპალიტეტიდან დღეს დაიწყება და 18 სექტემბერს ონში დასრულდება.

დღეს, 16 სექტემბერს, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის შემდეგი სოფლების ტერიტორიები: ხიდიკარი, წესი, ხვანჭკარა, ზნაკვა, ჭრებალო, ჭყვიში, იწა, სხვავა და ხოტევი.

ღონისძიების დაწყების შესახებ ადგილობრივ მოსახლეობას, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის მიერ სატელეფონო გზავნილის მეშვეობით 24 საათით ადრე ეცნობა.

სამუშაოები განხორციელდება საღამოს 20:30 საათიდან, რის შესახებაც მოსახლეობა ხმოვანი სიგნალითაც მიიღებს შეტყობინებას. ეკიპაჟის შემადგენლობაში, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად შედიან თემებში მერის რწმუნებულები და სპეციალისტები, რომლებიც მიუთითებენ საფუტკრე მეურნეობების ლოკაციებს, რათა არ მოხდეს ახლო მანძილიდან გაფრქვევა და ფუტკრის დაზიანება.

შეწამვლის ღონისძიებებზე დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ SMS რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.parosana.ge.

თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება იმ სოფლების ტერიტორიები, სადაც მონიტორინგისათვის დამონტაჟებულ დამჭერ ფერომონებზე მავნებლის ზღვრული ოდენობა დაფიქსირდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930