გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გოჩა ენუქიძე ამბროლაურში პედაგოგებსა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა

17-09-2020

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს'' ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პედაგოგებსა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა.

გოჩა ენუქიძემ, პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების დიდი წარმატებები მიულოცა, რომლებმაც რეგიონი კიდევ ერთხელ ასახელეს.

,,მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი რეგიონის ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განახლდა, მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო ახალი თაობისთვის და ამისათვის თქვენ, პედაგოგებს კიდევ უფრო დიდი როლი გეკისრებათ.

გისურვებთ ბევრ წარმატებას, ჩვენი აბროლაურისა და რეგიონი სსაკეთილდღეოდ.''-განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031