გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რესან კონცელიძე და ტიტე აროშიძე ,,ქართული ოცნებეს'' ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ

18-09-2020

„ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობენ. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრა პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს'' ბათუმის ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან გაიმართა. ადგილობრივ ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრაზე, მაჟორიტარობის კანდიდატებმა, საკუთარი ხედვები და სამომავლო გეგმები გააცნეს. საუბარი შეეხო არაფორმალურ განათლებას, ახალგაზრდების დასაქმებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებასა და სხვა აქტუალურ საკითხებს. აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა მათ როლზე რეგიონის განვითარების საქმეში. როგორც, რესან კონცელიძემ შეხვედრის დროს აღნიშნა, ახალგაზრდებთან ხშირი კომუნიკაცია და მათი იდეების მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩემთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ახალგაზრდობის საკითხი. ახალგაზრდა თაობა, ჩვენი ქვეყნის განვითარების მთავარი ბირთვი და მამოძრავებელი ძალაა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა, რათა მათი იდეები, რეალურ საქმედ იქცეს, ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის საკეთილდღეოდ“- განაცხადა, რესან კონცელიძემ.

ახალგაზრდებთან შეხვედრას, ასევე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი ესწრებოდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031