18-09-2020
მიმდინარე წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 11 210.0 მლნ. ლარს გაუტოლდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ 12.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო დეფლატორი გაიზარდა 6.3 პროცენტით.
საქსტატის ინფორმაციით, კლება აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (-13.2 პროცენტი), მშენებლობა (-24.5 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (-40.0 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (-22.6 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (-12.1 პროცენტი), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (-28.8 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (-15.5 პროცენტი), ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები (-54.7 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (-24.1 პროცენტი).
ზრდა კი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (14.3 პროცენტი), განათლება (11.7 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (4.7 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (6.4 პროცენტი).
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (14.6 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (12.7 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (10.2 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (9.9 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (7.5 პროცენტი), მშენებლობა (6.8 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.1 პროცენტი), განათლება (5.6 პროცენტი).