გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოდან ამ დროისთვის 3,430 ტონა თხილია ექსპორტირებული

18-09-2020

მიმდინარე წლის 17 სექტემბრის მონაცემებით საქართველოდან 3,430 ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 58 %-ით აღემატება.

ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში (1096,9 ტონა), იტალიაში (636,7 ტონა), ჩეხეთში (220,3 ტონა), ესპანეთში (127 ტონა), პოლონეთში (126 ტონა), ლიეტუვაში (101 ტონა), საფრანგეთში (81 ტონა), საბერძნეთში (34,7 ტონა), ავსტრიაში (22 ტონა), ესტონეთსა (22 ტონა) დალატვიაში (21 ტონა).

ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე შემდეგ ქვეყნებში: სომხეთი (229,5 ტონა), რუსეთი (160 ტონა), უკრაინა (83,7 ტონა), ბელარუსი (80,5 ტონა), ბრაზილია (74,0 ტონა), მექსიკა (39,0 ტონა) და დიდი ბრიტანეთი (22 ტონა).

"წელს თხილის დაბინავების პროცესში 30-ზე მეტი საწარმოა ჩართული.

სახელმწიფო სტრატეგიით, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბურმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო; 2020 წელს მაღალი ხარისხის თხილის საპროგნოზო მოსავალი 50 ათასი ტონაა.

კორონავირუსის პანდემიით შექმნილი ვითარების მიუხედავად, ექსპორტიორებთან და თხილის მწარმოებელთა ასოციაციებთან აქტიური მუშაობის შედეგად, საექსპორტო ბაზრებზე ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება ორგანიზებულად მიმდინარეობს"-აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930