გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს რკინიგზა: ვიმედოვნებთ, ქუთაისში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებით ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდება

18-09-2020

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის შესახებ საქართველოს რკინიგზა კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"17 სექტემბერს ქუთაისში, თაბუკაშილის ქუჩაზე მეცხრე ჩიხში, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, კომპანია კიდევ ერთხელ გამოთქვამს ღრმა მწუხარებას, უსამძიმრებს ოჯახებს და მაქსიმალურ თანადგომას აღმოუჩენს მათ.

ამასთანავე, საქართველოს რკინიგზა განმარტავს, რომ პირველადი მოკვლევის შედეგების მიხედვით, სამუშაოების შესრულების დროს შრომის უსაფრთხოების პირობები სრულად იყო დაცული. სამუშაოების წარმოება წინასწარ იყო შეთანხმებული ელექტროგადამცემი ხაზის ტექნიკურ ოპერატორთან და ხაზი, რომლის აბონენტიც არა მხოლოდ საქართველოს რკინიგზაა, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო ძაბვის ქვეშ. ხაზის ძაბვის ქვეშ დადგომა არ წარმოადგენს საქართველოს რკინიგზის კომპეტენციას. შესაბამისად, კომპანია იმედოვნებს, რომ გამოძიებით დადგინდება მომხდარზე ობიექტური ჭეშმარიტება.

რაც შეეხება, საქართველოს რკინიგზის კიდევ ერთ დაზარალებულ თანამშრომელს, მის მდგომარეობაზე ზრუნავს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება და პროცესში სრულად არის ჩართული საქართველოს რკინიგზის სამედიცინო სამსახური"-ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031