გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩუგოშვილი შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს შეხვდა

13-04-2018

საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ შვედეთის პარლამენტის მესამე ვიცე-სპიკერს იზაბელ დინგიზიანს შეხვდა.


შეხვედრამდე იზაბელ დინგიზიანმა საოკუპაციო ხაზი მოინახულა, შეხვდა გორის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებს და მოინახულა ქალების სოციალური საწარმო წეროვანში.


შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო მასპინძლობს და შეხვედრის მთავარი თემა თანასწორობა და ქალთა უფლებები იყო.


იზაბელ დინგიზიანმა თამარ ჩუგოშვილს გააცნო ის ასწლიანი გზა, რომელიც შვედეთმა გაიარა თანასწორობის მისაღწევად. თუმცა, მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ განვითარების მიუხედავად, ქალთა მიმართ ძალადობა და დისკრიმინაცია კვლავ რჩება ბევრი ქვეყნის საერთო პრობლემად.
თამარ ჩუგოშვილმა სტუმარს გააცნო გენდერული თანასწორობის სფეროში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და გამოწვევები, რომელთა გადალახვაზეც მუშაობს გენდერული თანასწორობის საბჭო.


შეხვედრაზე ხაზი გაესვა სამოქალაქო საზოგადოების როლს და ამ მხრივ, დინგიზიანმა საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეს.


იზაბელ დინგიზიანმა აღნიშნა, რომ შვედეთში გენდერული პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია გენდერული სტატისტიკა და სწორედ სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს რეალურ უთანასწორობას ქალებსა და კაცებს შორის.


შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი საქართველოში ვიზიტს ხვალ დაასრულებს და თამარ ჩუგოშვილთან ერთად ეწვევა კაჭრეთის საზოგადოებრივ კოლეჯს ფერმერ ქალებთან შესახვედრად.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930