გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რესან კონცელიძე და ტიტე აროშიძე ბათუმში, მამია ვარშანიძის, ახმეტელისა და თავდადებულის ქუჩების მცხოვრებლებს შეხვდნენ

19-09-2020

„ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე, მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობენ. ამჟამად, მაჟორიტარობის კანდიდატების მორიგი შეხვედრა მამია ვარშანიძის, ახმეტელისა და თავდადებულის ქუჩის მცხოვრებლებთან შედგა. 

მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე, საარჩევნო კანდიდატებმა, მოსახლეობის საჭიროებებისა და არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა იმ საკითხების მოგვარებაზეც, რომელსაც ადგილობრივები მოითხოვენ. აგრეთვე, საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს.

„ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა. თუმცა, არსებობს რიგი პრობლემური საკითხები, რომლის მოგვარებასაც ვაპირებ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად„- განაცხადა რესან კონცელიძემ. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ინდივიდუალური, ასევე გაფართოებული და თემატური შეხვედრები გაიმართება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930