19-09-2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ჯავა-ონის სამმართველოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის სამსახურებრივი მივლინებით აჭარაში იმყოფებოდა.
მესაზღვრის ტესტის პასუხი გუშინ გახდა ცნობილი. ინფიცირებული თანამშრომელი სამუშაო ადგილზე, ჯავა-ონის სამმართველოში არ დაბრუნებულა, შესაბამისად, თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია.
ინფიცირებული მესაზღვრე ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობს.