გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი სამგორის რაიონში მოქმედი საბავშვო ბაღის დირექტორებს შეხვდა

19-09-2020

სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოზარ სუბარი, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძის ინიციატივით, ჯავახეთის გამზირზე მედიათეკას ეზოში, საბავშვო ბაღის დირექტორებს შეხვდა.

შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრაზე რამდენიმე ძირითად პრობლემას გაუსვეს ხაზი. ყველაზე მწვავედ საბავშვო ბაღების ავტორიზაციის და იმ აღსაზრდელების პრობლემა დგას, რომელთაც 6 წელი 15 სექტემბრის მერე უსრულდებათ, რის გამოც მათ სკოლაში არ იღებენ.

როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა აღნიშნა, სამგორის რაიონში 27 მოქმედი საბავშო ბაღია და 3 ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს რომლებსაც ავტორიზაციის პრობლემა არ შექმნებათ, ხოლო რაც შეეხება მეორე პრობლემას, იცის რომ განათლების სამინისტრო მთავრობასთან ერთად აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე და ეს პრობლემაც, ალბათ, ბავშვების და მშობლების სასარგებლოდ გადაწყდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930