20-09-2020
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ნიკოლოზ მჭედლიშვილი თავის facebook პოსტში 2021 წელს აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შევედრის თბილისში ჩატარების მნიშვნელობას ეხმაურება და აზიის განვითარების ბანთან საქართველოს თანამშრომლობაზე საუბრობს.
„აზიის გავითარების ბანკი ყოველთვის იდგა საქართველოს გვერდით. ჩვენ ვიცით უამრავი, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაში ამ ბანკის მიერ დაფინანსებული უმნიშვნელოვანესი წარმატებული ინფრასტრუქტურული პროექტი. ბოლოს წარმატებაა ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯომარედ არჩევა. ეს მოხდა ვირტუალურ ფორმატში გამართულ აზიის განვითარების ბანკის რიგით 53-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში.
ასევე, უმნიშვნელოვანესია, რომ ბანკის მმართველთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველო 2021 წელს აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყანაა. აღნიშნულ მასშტაბურ ღონისძიებაში 5 ათასამდე მაღალი რანგის სტუმარი მიიღებს მონაწილეობას,“ - აღნიშნავს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.
ის ასევე საუბრობს ბანკის მიერ გამოყოფილ ფინანსურ რესურსებზე, რომელიც მიმართულია გლობალური პანდემიის საპასუხოდ.
„ბანკის მიერ გამოყოფილი 20 მილიარდი აშშ დოლარი, ბანკის წევრ ქვეყნებს საშუალებას აძლევს ფინანსური რესურსი მიმართონ როგორც ჯანდაცვის ისე სოციალური მიმართულებების მხარდაჭერისა და კერძო სექტორის სტიმულირებისკენ. „საქართველოს ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ პანდემიის უარყოფითი შედეგები ეკონომიკებისთვის იქნება გრძელვადიანი, რისთვისაც საჭირო იქნება ყველა ქვეყნის კოორდინირებული და ერთობლივი მუშაობა გამოწვევების დასაძლევად. მგონია, რომ ADB-სთან ესეთი ახლო და წარმატებული თანამშრომლობა თავიდან აგვარიდებს უფრო სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებს, რაც გამოწვეულია მსოფლიო პანდემიით“, - წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.