გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მეორე კვარტალში, დასაქმებულთა რაოდენობამ 8.1 პროცენტით იკლო

20-09-2020

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2020 წლის II კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.5 პროცენტით შემცირდა და 22.3 მილიარდი ლარი შეადგინა.

კლების ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2020 წლის II კვარტალში მისი მოცულობა 9.2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 18.3 პროცენტით ნაკლებია.

2020 წლის II კვარტალში მთლიანი ბრუნვის 58.8 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 17.8 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 23.4 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 43.7 პროცენტი, საშუალოზე - 25.7 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 30.6 პროცენტი.

საქსტატის ინფორმაციით, საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2020 წლის II კვარტალში 12.9 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.3 პროცენტით ნაკლები), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 7.7 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.2 პროცენტით ნაკლები). 2020 წლის II კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 631.8 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.1 პროცენტით ნაკლებია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40.9 პროცენტი ქალია, ხოლო 59.1 პროცენტი - კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 41.4 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.5 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 36.1 პროცენტი - მცირე ბიზნესზე.
დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 599.5 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 7.2 პროცენტით ნაკლები). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 2 154.5 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.4 პროცენტით ნაკლები). 2020 წლის II კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 175.6 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია 65.5 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 916.3 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით შემცირდა 29.7 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

- მსხვილი ბიზნესი – 1 204.1 ლარი
- საშუალო ბიზნესი – 1 289.9 ლარი
- მცირე ბიზნესი – 1 055.2 ლარი.

საქსტატის ინფორმაციითვე, 2020 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 36.7 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 27.4 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა - 10.1 პროცენტიანი წილით, მშენებლობა - 6.3 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 5.8 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება -3.4 პროცენტიანი წილით, ხოლო დარჩენილი 10.2 პროცენტი კი სხვა დარგებზე ნაწილდება.

2020 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (23.5 პროცენტი) და ვაჭრობა (17.7 პროცენტი), შემდეგ მოდის მშენებლობა (16.2 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება - 9.9 პროცენტიანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 32.8 პროცენტიანი წილი უჭირავს.

საქსტატის ცნობით, 2020 წლის II კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 26.8 პროცენტი, 13.1 პროცენტი და 11.2 პროცენტიანი წილებით). თუმცა სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის (9.1 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.0 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (4.8 პროცენტი).

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას რეგიონების მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება:

- ქ. თბილისი – 66.1 პროცენტი,
- აჭარის ა.რ. – 8.6 პროცენტი,
- იმერეთი – 6.8 პროცენტი,
- ქვემო ქართლი – 5.5 პროცენტი,
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.6 პროცენტი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930