გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
2019 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 4 014.0 ათას სტუმარს მოემსახურა

20-09-2020

დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2019 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 1 625 ეკონომიკური სუბიექტი, რომლებიც ფლობდნენ 1 682 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას (ადგილობრივი ერთეულებისა და ფილიალების ჩათვლით). აღნიშნული მაჩვენებელი 2.6 პროცენტით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მონაცემს. სასტუმროს მომსახურებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას წარმოადგენდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც მოიცავდა 2019 წელს მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო რაოდენობის 54.6 პროცენტს.

საქსტატის ინფორმაციით, სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების 99.3 პროცენტი კერძო საკუთრებაში იყო, ხოლო 0.7 პროცენტი - სახელმწიფო საკუთრებაში. 2019 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი 2 272.3 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რაც 17.9 პროცენტით აღემატება 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელს. აქედან იჯარით გაცემული იყო 68.4 ათასი კვადრატული მეტრი, ხოლო ყველა ნომრის საცხოვრებელი ფართობი 1 036.2 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რაც 7.5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. 2019 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 76.3 ათასი შეადგინა, რაც 4.8 პროცენტით აღემატება 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელს. ნომრების საერთო რაოდენობა გაიზარდა 5.5 პროცენტით და 35.1 ათასს გაუტოლდა.

2019 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 4 014.0 ათას სტუმარს მოემსახურა, რაც 9.5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. სტუმართა 71.5 პროცენტს უცხოელები წარმოადგენდნენ. მათგან 18.5 პროცენტი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები იყვნენ, რაც 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელს 2.5 პროცენტით აღემატება. ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა უმეტესობას გერმანიის (3.3 პროცენტი) მოქალაქეები შეადგენდნენ, ხოლო სხვა ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა უდიდესი წილი ისრაელისა (12.4 პროცენტი) და თურქეთის (9.7 პროცენტი) მოქალაქეებს ეკავათ.

2019 წელს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებს უმეტესად სტუმრობდნენ რეკრეაციისა და დასვენების მიზნით (79.9 პროცენტი).

სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში რეკრეაციისა და დასვენების მიზნით განთავსებული უცხოელი სტუმრების უმეტესობა რუსეთის ფედერაციისა და ისრაელის მოქალაქეს წარმოადგენდა (შესაბამისად, 18.5 და 14.5 პროცენტი).

2019 წელს საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასაქმებული იყო 20 575 ადამიანი, რომელთა უმეტესობას (57.3 პროცენტი) ქალები წარმოადგენდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930