გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკაში დღეს ,,დედაენის’’ დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება

14-04-2018

ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში დღეს 16:00 საათზე ,,დედაენის’’ დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება, რომელიც 1 თვეს გასტანს.


ზუსტად 40 წელი გავიდა მას შემდეგ,რაც ქართული ენის დასაცავად ქუჩაში გამოსულმა ახალგაზრდობამ მშვიდობიანი აქციით ხელი შეუშალა საბჭოთა საქართველოს, კონსტიტუციაში გამქრალიყო მუხლი სახელმწიფო ენის შესახებ. სწორედ ამ დღეს - 1978 წლის 14 აპრილს შენარჩუნდა ქართული ენის სტატუსი და დღეს,დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში , 14 აპრილს ქართული ენის დღეს აღვნიშნავთ.


ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გამართულ ,,დედაენის’’ დღისადმი მიძღვნილ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ლიტერატურა იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, აგრეთვე ვიზუალური მასალა,რომელშიც ასახულია ,,დედაენის’’ პირველი გამოცემის სტრუქტურა . გარდა ამისა, გამოფენილი იქნება ჟურნალების - ,,კვალისა’’ და ,,განათლების’’ ნომრები,სადაც საუბარია მშობლიური ენის მნიშვნელობაზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ამასთან, ცნობილი ქართველი პოეტების ,,დედაენისადმი’’ მიძღვნილი ლექსები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031