გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვასილ ჩიგოგიძემ „ქართული ოცნების“ ოზურგეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა

21-09-2020

“ქართული ოცნების“ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე ახალგაზრდებთან აქტიურ კომუნიკაციას განაგრძობს.
ამჯერად, დეპუტატობის კანდიდატი, პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან ერთად, „ქართული ოცნების“ ოზურგეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს, განათლების პროგრამებზე, ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობებზე და სამომავლო გეგმებზე.

„ქართული ოცნება“ არის პროგრესული, მომავალზე ორიენტირებული გუნდი და ჩვენ, ქვეყნის მმართველობის პროცესში გვინდა კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა ჩავრთოთ. ახალგაზრდები არიან მთავარი ძალა ქვეყნის განვითარების პროცესში და სწორედ, მათთან ერთად ვქმნით უკეთეს ხვალინდელ დღეს,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდების განათლება, დასაქმება. შეხვედრაზე ვისაუბრეთ მათთვის მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ თემებზე, სამომავლო გეგმებზე და აქტიურ თანამშრომლობაზე. ჩვენს გუნდთან ერთად ვიზრუნებ ახალგაზრდების კეთილდღეობისთვის და ვიქნები მათი მხარდამჭერი,“ - აღნიშნა ვასილ ჩიგოგიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031