გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საჯარო სკოლებში ახალი საგანმანათლებლო პროექტი ამოქმედდება

22-09-2020

დამდეგი სასწავლო წლიდან საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ახალი საგანმანათლებლო პროექტი ამოქმედდება: აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საბაზისო განათლების ოთხწლიანი პროგრამა,რომელსაც სამმხრივი მიმართულების კვლევითი ინსტიტუტი (RTI) განახორციელებს. პროგრამაში ჩართულია 2075 სკოლა, 2075 დირექტორი და 23064 მასწავლებელი.

პროგრამის ძირითადი მიზანი არის მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების ძლიერი ინსტიტუციების ჩამოყალიბების ხელშეწყობა როგორც დედაქალაქში, ისე, საქართველოს რეგიონებში. რვა უნივერსიტეტი და ორი არასამთავრობო ორგანიზაცია, პროგრამის ექსპერტული მხარდაჭერით, მომავალი 4 წლის განმავლობაში, შექმნიან და დაამუშავებენ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა მოსამზადებელ და პროფესიული განვითარების პროგრამებს, მომზადდება ტრენერთა გუნდები, რომლებიც თავის რეგიონში შექმნიან ადამიანური რესურსების ძლიერ ბაზას. პარტნიორი უნივერსიტეტები და არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს ყველა სკოლაში ჩაატარებენ ტრენინგებსა და ვებინარებს, ქოუჩინგს გაუწევენ სკოლის დირექტორებსა და ლიდერ მასწავლებლებს ახალი სკოლის მოდელის დანერგვასა და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს ჩამოყალიბებაში.

"USAID საბაზისო განათლების პროგრამის საქმიანობა, მიზნები და ამოცანები დაფუძნებულია თანამედროვე პედაგოგიკაზე და მოსწავლეებში წიგნიერების, მათემატიკური აზროვნების, პრობლემის გადაჭრისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული. მის ფარგლებში შემუშავებული მრავალფეროვანი რესურსები ხელმისაწვდომი იქნება როგორც ქართულენოვანი, ისე სომხური და აზერბაიჯანული საჯარო სკოლებისთვის; ახალი სკოლის მოდელის სასწავლო ერთეულები მოერგება მოსწავლეთა სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებებს, რის შედეგადაც ყველა მოსწავლეს შეეძლება, სრულფასოვნად ჩაერთოს გაკვეთილებსა და სხვა სასკოლო აქტივობებში"- აცხადებენ ორგანიზაციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930