23-09-2020
სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოზარ სუბარი ამომრჩეველთან შეხვედრებს აქტიურად აგრძელებს.
დღეს, სოზარ სუბარი ვარკეთილში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები პირადად მოისმინა.
ძირითადად დაზიანებული სახურავების, ამორტიზირებული ლიფტების და ე.წ. „წითელი აგურების“ კორპუსებში ბინების დაკანონების საკითხი გამოიკვეთა.
მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მისი მინისტრობის პერიოდში დევნილებს აღნიშნული ფართები უკვე დაკანონებული აქვთ, თუმცა დარჩენილია რამდენიმე სოციალურად დაუცველი ოჯახი. თითოეულის საკითხს ინდივიდუალურად განიხილავენ და იმედოვნებს, რომ აღნიშნული მოსახელობის სასიკეთოდ გადაწყდება.