გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ალექსანდრე მიშველიძე: “მთავარი არხის” დაკვეთით ჩატარებული კვლევა საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების კლასიკური მაგალითია

23-09-2020

„IPSOS-ის კვლევა მიზნად ისახავს საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოხდენას და ცდილობს დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირება გამორიცხულია“- ასე აფასებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ალექსანდრე მიშველიძეIPSOS-ის კვლევის შედეგებს.

მისივე თქმით, “მთავარი არხი” მისივე კვლევებით, მიზნად ისახავს არჩევნების შედეგების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას და ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის მობილიზებას საპარლამენტო არჩევნებზე დამდგარი შედეგის გასაპროტესტებლად.

„გაცილებით ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციების გამოკითხვებით, საპარლამენტო არჩევნებზე “ქართულ ოცნებას” მყარი უმრავლესობის მოპოვება არ გაუჭირდება. IPSOS-ის კვლევის ცდომილება +-2,5%-ია, ალოკაციის მეთოდით „ქართული ოცნების“ რეიტინგი - 38%. სავარაუდოდ, “მთავარმა არხმა” წინასწარ იფიქრა 40,54%-იან ე.წ. ჩამკეტ მექანიზმზე და ისე გამოაქვეყნა კვლევის შედეგები. იმ შემთხვევაში, გამარჯვებული პარტია ან საარჩევნო ბლოკი, პროპორციული სისტემით, ხმათა 40-54 პროცენტზე ნაკლებს თუ მიიღებს, საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას ვერ შეძლებს.

“მთავარმა არხის” კორექტირებული რიცხვებით მმართველი პარტია ვერ ახერხებს ერთპარტიული უმრავლესობის ფორმირებას და საჭიროებს კოალიციის ფორმირებას. საპარლამენტო არჩევნების შედეგები აღნიშნული კვლევისაგან განსხვავებული იქნება და “მთავარი არხი” და ზოგიერთ ოპოზიციური პარტია არჩევნების არალეგიტიმურობაზე დაიწყებენ საუბარს, რომლისთვისაც ნიადაგს დიდი ხანია ამზადებენ," - განაცხადა ალექსანდრე მიშველიძემ.

მიშველაძის თქმითვე, IPSOS-ის ჩატარებული კვლევის მიხედვით, ირკვევა, რომ სპეკულაციების მიუხედავად, “ქართული ოცნების” რეიტინგი იზრდება.

„2020 წლის 10-18 სექტემბრის გამოკითხვის მიხედვით, ალოკაციის მეთოდით მიღებული შედეგებით, “ქართული ოცნების” რეიტინგი 38%-ია. მიმდინარე წლის დასაწყისში, იგივე კვლევით და იგივე მეთოდით მიღებული შედეგით, მმართველი პარტიის რეიტინგი 34%-ს შეადგენდა, ხოლო IPSOS-ის 2019 წლის 1-14 მაისს ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, სახელისუფლებო პარტიის რეიტინგი მხოლოდ 29,2% იყო. დაბალი სანდოობის მიუხედავად, მკვეთრად ოპოზიციური არხის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვა ცხადყოფს, რომ ერთი წლის ინტერვალით, მმართველი პარტიის რეიტინგი 9 პროცენტით გაზრდილია. ამავე კვლევის მიხედვით, მთავარი ოპოზიციური პარტიების რეიტინგები იკლებს მმართველი პარტიისა და ახალი ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების ზრდის პროპორციულად. მაგალითისთვის - 2020 წლის დასაწყისში, “ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგი ალოკაციის მეთოდით 29%-ს შეადგენდა, მიმდინარე თვის გამოკითხვით კი 26%-მდე შემცირდა“ - აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ალექსანდრე მიშველიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930