გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იოსებ ხახალეიშვილი: ყველა პროექტში, რაც დაგეგმილია და დაიგეგმება, მოსახლეობის ინტერესები იქნება გადამწყვეტი

23-09-2020

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზაზა ლომინაძესთან ერთად წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მორიგი შეხვედრა ნიკეა-უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართა.

საარჩევნო პროგრამის გაცნობის პარალელურად მერობის კანდიდატმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინა.

როგორც იოსებ ხახალეიშვილმა აღნიშნა, ყველა საკითხი, რაც მისი თანაქალაქელებისთვის პრიორიტეულია, მისთვის მნიშვნელოვანია.

"ნიკეა-უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში, ისევე როგორც სხვაგან, არაერთი პროექტი განხორციელდა, ჩატარდა რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია, დაიგო გზის საფარი, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ნინოშვილის სკვერში განთავსდა სავარჯიშო ტრენაჟორები, თუმცა არის საკითხები, რომელიც მოსახლეობისთვის პრიორიტეტულია და შესაბამისად, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, მათი ეს თხოვნა აუცილებლად იქნება გათვალისწინებული, თუმცა არა მხოლოდ ეს საკითხები, ყველა პროექტში, რაც დაგეგმილია და დაიგეგმება, სწორედ მოსახლეობის ინტერესები იქნება გადამწყვეტი", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930