24-09-2020
ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის, სასწავლო პროცესიც უნდა აღდგეს და ბავშვები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის ბავშვები სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით დღეს გაიმართება, სასწავლო პროცესის აღდგენის ეტაპებს განიხილავენ.
„დღეს ჩვენ გვექნება ასევე კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც განვიხილავთ იმ ეტაპებს, რომლითაც დავიწყებთ სასწავლო პროცესის აღდგენას ქვეყანაში, რამეთუ რისკების გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვებით, ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის, სასწავლო პროცესიც უნდა აღდგეს და ბავშვები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის ბავშვები სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ,“- განაცხადა პრემიერმა.