გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძემ და ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ოზურგეთში ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრა გამართეს

24-09-2020

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და “ქართული ოცნების“ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებულ პროექტებზე, დარგის განვითარების ხელშეწყობაზე და პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

„სოფლის მეურნეობის სფერო არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რომელსაც წლების განმავლობაში ჩვენი ხელისუფლების ძლიერი მხარდაჭერა ჰქონდა. ჩაიდო დიდი ინვესტიცია, როგორც ახალი პლანტაციების განვითარების, ასევე, ტექნოლოგიური გადაიარაღების, საირიგაციო სისტემების აღდგენისა და განვითარების მიმართულებით. შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ ახალგაზრდა ფერმერების მხარდაჭერაზე და სოფლის მეურნეობაში ქალთა მხარდაჭერის საკითხებზე. ფერმერთა მხარდაჭერას განვაგრძობთ არჩევნებში გამარჯვების შემდეგაც“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„მიხარია, რომ გურიას ძლიერი წარმომადგენლობა ეყოლება პარლამენტში. ბატონ არჩილ თალაკვაძესთან და ქალბატონ ნინო წილოსანთან ერთად მაქსიმალურს გავაკეთებ, რომ ყველანაირი პირობა შევუქმნათ სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულებს. მზად ვარ ვიზრუნო თქვენი კეთილდღეობისთვის და გურიის მომავალი წარმატებისთვის“ - ვასილ ჩიგოგიძე.

„ფერმერებზე და მეწარმეებზე ზრუნვა სახელმწიფოს პრიორიტეტია, მთელი ჩვენი გუნდი მუშაობს, რათა დაიხვეწოს და მაქსიმალურად ხელი შეეწყოს თქვენს საქმიანობას. სამაცივრე და შემნახველი მეურნეობები, აგროკრედიტი, ტექნიკით დახმარების პროგრამა, რძის გადამამუშავებელი საწარმოების დაფინანსება და უამრავი სხვა პროექტი არის წინაპირობა იმისა, რომ თქვენივე შრომით, საკუთარი ოჯახების კეთილდღეობა უზრუნველყოთ და ქვეყანა გააძლიეროთ“ - მიმართა ნინო წილოსანმა ფერმერებს.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930