24-09-2020
ექსპერტის კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძის განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მკვლელობის თანამონაწილე მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია.
ეს განცხადება არეშიძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბარში გააკეთა.
"ის კაცი, ვინც მელაპარაკა, აღარ მუშაობს FBI-ში, ის იქ ერთ-ერთ განყოფილებას კურირებდა. მითხრა, ვიცი, რომ თავად სააკაშვილი იყო ჟვანიას მკვლელობის თანამონაწილეო. ამის დასამალად FBI - ს ერთ-ერთ თანამშრომელზე დიდი ზეწოლა მოახდინეს, სწორედ მან თქვა პირად საუბარში, რომ იმ შენობაში, სადაც ჟვანია მოკლეს, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც იყო.
ეს იყო საკვანძო სიტყვა, სხვა დეტალები FBI - ს ყოფილ თანამშრომელს ჩემთვის არ გაუმხელია. მე შევხვდი პროკურატურის თანამშრომლებს და ვიცი, რომ ამ საქმეზე მუშაობენ" - განაცხადა არეშიძემ.
p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით