24-09-2020
„Fake მედია საშუალებებიდან ‘’ნაციონალური მოძრაობის’’ კადრებით მომარაგებას უკვე ტრადიციათ იქცა“- ასე აფასებს პოლიტეკონომიის მკვლევარი, პოლიტოლოგი გიორგი მდივანი „ნაციოონალური მოძრაობისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის მიერ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას.
გიორგი მდივანის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მოჟორიტარობის კანდიდატების გუშინდელმა პრეზენტაციამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ისინი ძალიან შორს არიან განახლებისგან და ისევ ძველი სახეებით, ძველი ნარატივებით და ძველი მეთოდებით ცდილობენ საკუთარი ძალაუფლების აღდგენას.
„ნიშანდობლივია Presa.ge-ის ხელმძღვანელის გიორგი კაპანაძის და ‘’ნანუკას შოუს’’ პოლიტიკურად ანგაჟირებული წამყვანის, ნანუკა ჟორჟოლიანი წარდგენა მაჟორიტარ კანდიდატებად. Presa.ge ცნობილია ხშირი დეზინფრომაციებით და ყალბი ამბების გავრცელებით და მისი ხელმძღვანელის არჩევა საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ცხადყოფს, რომ ‘’ნაციონალურ მოძრაობას’’ არ შეუძლია არსებობა სიცრუის და ყალბი ამბების ტირაჟირების გარეშე. Fakeმედია საშუალებებიდან ‘’ნაციონალური მოძრაობის’’ კადრებით მომარაგებას უკვე ტრადიციად იქცა, რასაც შეიძლება შემდეგი ფორმულირება გავუკეთოთ: ‘’ნაციონალური მოძრაობისთვის’’ მედიას კვლავ გააჩნია პარტიული კუთვნილება და ისინი არჩევნების წინაც კი, ვერ ახერხებენ ამის დამალვას.’’“- მიაჩნია გიორგი მდივანს.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებას და ოპოზიციაში გამოწვეულ განხეთქილებას, გიორგი მდივანის თქმით, “მიშიზმი” არსად გამქრალა და ‘’ნაციონალური მოძრაობის’’ არსებობის აუცილებელი პირობაა.
„ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო გაერთიანებული ოპოზიციური სუბიექტების შესაკრებთა გადანაცვლებით მათი ჯამი არ იცვლება, ჯამი კი არის დესტრუქციული და დამარცხებისთვის განწირული.მიშა კი ემალება ქართულ მართმსაჯულებას, მაგრამ “მიშიზმი” არსად არ გამქრალა. “მიშიზმი” არის ‘’ნაციონალური მოძრაობის’’ არსებობის აუცილებელი პირობა. ასე რომ, სააკაშვილი იქნებოდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, თუ რომელიმე სხვა პოლიტიკოსი, ეს უფრო ვიზუალური მხარის საკითხია და არა შინაარსის“- განაცხადა გიორგი მდივანმა.