გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ გომელაური: მერწმუნეთ, საარჩევნო პერიოდში ყველა საქმეზე იქნება მკაცრი რეაგირება

25-09-2020

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის და გამოვლენილ ფაქტებზე რეაგირების შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"საარჩევნო კამპანიას რაც შეეხება, ძალიან ბევრ განცხადებას აკეთებენ. ალბათ ვერ დამისახელებთ ერთ არჩევნებსაც, რომ არ ყოფილიყო ასეთი განცხადებები - თავდასხმა ხდება, არ იძიებს თითქოს პოლიცია, ხელისუფლებაა ჩართული და მმართველი ძალა. ვერც ერთ საქმეს ვერ მეტყვის ვერავინ, რომ ფაქტს არ მოჰყვა რეაგირება, არ აღიძრა საქმე და შესაბამისად არ მოხდა გამოკითხვები, არ ჩაერთო პროკურატურა და შემდეგ სასამართლო, ვერც 2016-ში, ვერც 2018-ში და ვერც ადრე. ხდება რეაგირება რა თქმა უნდა, თუმცა სასამართლო როგორც შეაფასებს სამართლებრივად, ისე ხდება მათი დასჯა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მერწმუნეთ, ყველა საქმეზე საარჩევნო პერიოდში იქნება მკაცრი რეაგირება.

პირადი ცხოვრების გასაჯაროების შანტაჟს რაც შეეხება - ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ იტყვის, რომ ჩვენ რეაგირება არ მოვახდინეთ, არ გამოვკითხეთ. ეს არ არის მარტივი თემა, პროკურატურა არის ჩართული ჩვენთან ერთად და მაქსიმალურად გვინდა გამოვავლინოთ. ძალიან მძიმე თემაა, როცა ასე ემუქრებიან ან აშანტაჟებენ," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930